საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია გეოლოგიის დეპარტამენტში

2027 წლის 27 მარტს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტში გაიმართება საჯარო ლექცია და პოსტერების გამოფენა, რომელიც მიეძღვნება ივრის ზეგანის გვიანმიოცენური ხერხემლიანთა ფაუნების დათარიღებასთან დაკავშირებულ კვლევას.

აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის #FR-21-1979 პროექტის — „პრიმატების შემცველი ელდარის წყების დათარიღება და მტკვრის შუა აუზის ნამარხ ხერხემლიანთა უძველესი ფაუნები“ — ფარგლებში.

 

მომხსენებელი: კახაბერ ქოიავა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ თსუ XI კორპუსის № 421 აუდიტორიაში, 14:00 საათზე.

თარიღი: 24/03/2026